ფარცხალაძე არის რუსეთის პატრიოტი, აგენტი - ამას თვითონ არ დავობს, მარტო მდინარაძეს და კობახიძეს არ სჯერათ - ხაბეიშვილი
"ფარცხალაძე არის რუსეთის პატრიოტი, ფარცხალაძე არის აგენტი. ამას ფარცხალაძეც არ დავობს, მარტო მდინარაძეს არ სჯერა, რომ აგენტია და კობახიძეს," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
ხაბეიშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდი და მთავრობის წევრები ფარცხალაძეს მხოლოდ და მხოლოდ, ერთი მიზნით იცავენ - ისინიც რუსეთის ჯაშუშურ საქმიანობას ეწევიან.
ფარცხალაძე არის რუსეთის პატრიოტი, ფარცხალაძე არის აგენტი. ამას ფარცხალაძეც არ დავობს, მარტო მდინარაძეს არ სჯერა, რომ აგენტია და კობახიძეს. რატომ არ სჯერათ იცით, ამ შემთხვევაში უწევთ მისი დაკავება, რაც არ უნდათ - იმიტომ, რომ ფარცხალაძე თუ რუსეთის ჯაშუში და რუსეთის პატრიოტია, იგივეა კობახიძე, მდინარაძე და ივანიშვილი და იგივე არიან დღეს ხელისუფლებაში. ერთადერთი, რის გამოც, ეს ხალხი დღეს მხრებს იჩეჩავს, არის ის, რომ თავადაც არიან ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართულები,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.