ყეინიშვილის მეუღლე ჯაშუშობაში იყო ბრალდებული - ბოკუჩავა

22.09.23 15:45
ყეინიშვილის მეუღლე ჯაშუშობაში იყო ბრალდებული - ბოკუჩავა

ნანა ყეინიშვილის მეუღლე ჯაშუშობაში იყო ბრალდებული - ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დანიშნულ კანდიდატს შესაძლოა,  კორუფციულ გარიგებებთან ჰქონდეს კავშირი.

ბოკუჩავა ამბობს, რომ ყეინიშვილი ვერასდროს იქნება დამოუკიდებელი.

ყეინიშვილის მეუღლე კონკრეტულად ჯაშუშობაში იყო ბრალდებული, თავად ამ ადამიანის მიმართაც ოჯახის წევრებზე, რომ არ ვისაუბრო არსებობს სერიოზული კითხვები, მათ შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. ის ვერასდროს იქნება იმგვარი დამოუკიდებელი პროფესიონალი, რომელიც ახლა საჭიროა ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის დასაცავად და ამას უნდა აცნობიერებდეს პრეზიდენტი, იმისთვის, რომ მერე საბოდიშოდ არ გაუხდეს მორიგ ჯერზე", - ამბობს ბოკუჩავა.

ნანა ყეინიშვილის ოქროს დიპლომი ფარსი აღმოჩნდა. ეროვნული ბანკის საბჭოში დანიშნული ქალი სიცრუეში ამხილეს. სამეცნიერო აკადემია ფაზისი "პირველებს" უდასტურებს, რომ ყეინიშვილი არც მათი წევრია და არც აკადემიკოსის ტიტული მიუნიჭებიათ მისთვის. 

მსგავსი სიახლეები