პორტი აშენდება გაურკვეველი ინვესტორებით, ბიუჯეტით და კომპანიებით. კომენტარი თქვენთვის მომინდვია! - ხაზარაძე
ანაკლიის პორტის ჩავარდნილი პროექტი, მთავრობის ახალი გეგმა და გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯი - "ლელოს" თავმჯდომარე ეკონომიკის მინისტრს პასუხობს. ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე განხილვებს „ლელოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც მამუკა ხაზარაძე წერს, ანაკლიის პორტში გემები 2020 წლიდან უნდა შესულიყო, მთავრობას კი მხოლოდ 50 მილიონი დოლარის განატია უნდა ჩაედო, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაბლოკა. დღეს კი ეკონომიკის მინისტრისგან ცნობილი ხდება, რომ პორტი 2028 წელს აშენდება და ბიუჯეტიდან ხარჯი 300 მილიონი დოლარი იქნება.
1. ანაკლიაში გემები 2020 წლიდან უნდა მიგვეღო. სახელმწიფოსგან საჭირო იყო 50 მილიონი დოლარის გარანტია, რომელიც უზრუნველყოფილი იყო და არა საჩუქარი. აშენებული პორტი სრულად, 100%-ით გადადიოდა სახელმწიფოს კუთვნილებაში. ინვესტორები, ამერიკული და ევროპის წამყვანი კორპორაციები და ბანკები.
2. დღეს მთავრობამ გამოაცხადა, რომ პორტი აშენდება 2028 წელს და ამისთვის ბიუჯეტი ჩადებს 300 მილიონ დოლარს და სახელმწიფოს კუთვნილება 51% იქნება. გაურკვეველი ინვესტორებით, ბიუჯეტით და კომპანიებით.
კომენტარი თქვენთვის მომინდვია! - წერს ხაზარაძე.