ოპოზიცია შოვის ტრაგედიით სარგებლობს, რაც ამორალურია - მდინარაძე

22.09.23 15:36
ოპოზიცია შოვის ტრაგედიით სარგებლობს, რაც ამორალურია - მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ- ერთი ლიდერი მამუკა მადინარაძე ოპოზიციას შოვის ტრაგედიით სპეკულირებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება პარლამენტში შს მინისტრის მისვლას, სადაც ოპოზიცია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მწვავე კითხვებისთვის ემზადება.

სახელისუფლებოს გუნდის წევრი ირწმუნება, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი ამორალურია. 

ტრაგედიით სარგებლობა არის ყველაზე დიდი ამორალური რამ, რაც კი შეიძლება მოიფიქრო ადამიანმა და ამას ახერხებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. მე არ მიადვილდება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როდესაც მათ ინფორმაციაც აქვთ, მაგრამ დღეს ალბათ კიდევ ერთხელ მოისმენენ ამ ინფორმაციას და იციან იმის შესახებ, რა მდგომარეობაში ამოჰყავდათ მაშველებს გარდაცვლილი ადამიანები და რამდენად იყო მყისიერი თუ არ იყო ადამიანების გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიის დროს, ამის შემდეგ კიდევ რომ ამ თემაზე საერთოდ საუბარს აგრძელებენ, ამაზე დიდი ამორალურობა შეუძლებელია წარმოდგინოს ადამიანმა, - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

მსგავსი სიახლეები