შოვის ტრაგედიაზე პასუხისმგებელი სწორედ პრემიერი და შს მინისტრია - ხაბეიშვილი
ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ შოვის ტრაგედიაზე პასუხისმგებელი სწორედ პრემიერი-მინისტრი და შს მინისტრი არიან. ოპოზიცონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ შოთაძის უწყება აღნიშნულ საქმეს არ გამოძიებს და არც ხელისუფლებსი მაღალჩინოსნებს დასჯის, ამიტომ ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ერთადერთი გზა სიმართლის დასადგენად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის პრემიერ-მინისტრზე ღარიბაშვილზე და ცხადია, არის შს მინისტრზე, რომლებმაც არ უზრუნველყვეს სწრაფად, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ჩართვა ადგილზე, განათება, ხიდების მიტანა. საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ პასუხები. ის, რომ რუსი ფარცხალაძის უწყება, შოთაძე ამას არ გამოძიებს, ის, რომ საკუთარ თავს არ დასჯიან, ყველამ კარგად იცის. ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანო შეიძლება შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სახით, - ამბობს ხაბეიშვილი.
პარლამენტში დღეს შს მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაურის ინტერპელაცია 16:00 საათზე დაიწყება. ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზაება, მათ შორის, ოპონენტებს კითხვების შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აქვთ.