როცა დეკლარირებული ФСБ-ის აგენტი გყავს და აქციას ატარებ, რომ დააკავონ, ჩანს, რა დონემდე ვდეგრადირდით - ნადირაძე
დააკავეთ რუსეთის ჯაშუში ოთარ ფარცხალაძე - პარლამენტთან აქცია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ელოდებიან. საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა კი აშშ-ის მიერ რუსული სპეცსამსახურების ჯაშუშობასა და აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის დაკავებაა.
აქ მოსვლის და ხალხის თვალებში ჩახედვის სურვილი არავის ექნება, იმიტომ, რომ აქციის მთავარი მოთხოვნა არის დააკავონ ФСБ-ის აგენტი და ჯაშუში ოთარ ფარცხალაძე.
როცა დეკლარირებული ФСБ-ის აგენტი გყავს და აქციის ჩატარება გჭირდება ადამიანს, რომ ეს მოთხოვნა შესრულდეს, რომ ФСБ-ის აგენტი დააკავონ, რა დონემდე ვდეგრადირდით, ჩანს, ჩანს, რომ პირდაპირ ამ სახელმწიფოს რუსი ოლიგარქის ივანიშვილის დახმარებით მართავს პუტინი და ივანიშვილი კრემლის წარმომადგენელია. აქ მყოფი დეპუტატები "ედინაია რასიას" დეპუტატებად გადაიქცნენ,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.