"ფარცხალაძის დაცვა, შოვის ტრაგედიის შაფარცხვა" - ბოკუჩავას კითხვები და ბრალდებები გომელაურს
"ფარცხალაძის დაცვა, შოვის ტრაგედიის შაფარცხვა" - ასე მიმართა ფრაქცია ენმ- თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტში მისულ ვახტანგ გომელაურს.
ბოკუჩავამ შს მინისტრს კითხვები დაუსვა და პირდაპირ დაადანაშაულა შოვის ტრაგედიაში.
ბოკუჩავამ ასევე უთხრა გომელაურს, რომ მისი მთავრობისგან არაფერი უკვირს, რადგან, ოპოზიციონერის თქმით, "ოცნება" ხელისუფლებაში ადამიანის სიკვდილის სპეკულირებით მოვიდა.
საზოგადოებას აქვს 2 მთავარი კითხვა. ერთი, შეიძლებოდა თუ არა შოვში განვითარებული ღვარცოფული პროცესის პროგნოზირება და შესაბამისად მოსახლეობის დროული გაფრთხილება და ევაკუაცია და მეორე, გვქონდა თუ არა საქმე, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაულებრივ გულგრილობასთან სამაშველო-სამძებრო ოპერაციის წარმართვისას. ორივე კითხვაზე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პასუხისმგებელი პირი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეთ თქვენ.
პირველ რიგში, დღეს უნდა მივიღოთ პასუხი პირადად თქვენ, რატომ მოატყუეთ საზოგადოება, როცა შეჰპირდით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგებოდა ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს შეატყობინებდა პოტენციური საფრთხეების შესახებ. აცნობიერებთ თუ არა, რომ თქვენმა ტყუილმა, თქვენმა სამსახურებრივმა გულგრილობამ, შესაძლოა შეიწირა ადამიანების სიცოცხლე და რომ შესაბამისი მონიტორინგის და გაფრთხილების სისტემის გამართულად მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ადამიანების დროული გაფრთხილება ევაკუაცია და გადარჩენა
შოვის ტრაგედია თქვენი პასუხისმგებლობაა, რადგან 2013წლის (ვერეს ტრაგედიის) შემდეგ ვერ შეძელით ვერტმფრენის ყიდვა. თქვენი მთავრობისგან არ მიკვირს ადამიანის სიცოცხლის გაწირვა, თქვენ ხართ მთავრობა რომელიც ხელისუფლებაში ადამიანის სიკვდილის სპეკულირებით მოვიდა, საუბარი მაქვს ბარბარე რაფალიანციზე. ჩვილის გარდაცვლილი სხეული პოლიტიკურ დროშად აქციეთ. თქვენ ხართ მთავრობა რომელიც ფარცხალაძეს თავგამოდებით იცავს. ფარცხალაძის დაცვა, შოვის ტრაგედიის შაფარცხვა - ამ ერთ წინადადებაშიც კი ცხადია, თუ რა მთავრობაა ეს.