მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია - გომელაური

22.09.23 16:30
მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია - გომელაური

"ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო," - ეს განცხადება შს მინისტრმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში გააკეთა.

როგორც გომელაური ამბობს, სპეკულაციები ხდება სითბურ დრონებსა და ვერტმფრენებზე, თითქოს მიწის ქვეშ მოყოლილების პოვნა მათი მეშვეობით შეეძლოთ. მინისტრის ინფორმაციით, ადგილზე 5 სითბური დრონი მუშაობდა.

შს მინისტრი ამბობს, რომ შოვში მეწყრული პროცესების გამოვლენიდან 3 წუთში ჰქონდათ ინფორმაცია სამაშველო სამსახურს. 

ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები. ისმოდა სპეკულაციები, რომ ვერტმფრენით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი ადამიანების გადარჩენა, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ პირველ დღეს ადგილზე მუშაობდნენ ვერტმფრენები და სითბური დრონები, თუმცა ელემენტარული ანალიზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ვერტმფრენებით და დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია,“ - ამბობს გომელაური.

მსგავსი სიახლეები