დაგპატიჟებთ ბაზაზე, განახებთ რა მოწინავე ტექნიკა გვაქვს - გომელაური ბოკუჩავას
დაგპატიჟებთ ბაზაზე, განახებთ რა მოწინავე ტექნიკა გვაქვს - ასე უპასუხა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ენმ-ს წევრს თინა ბოკუჩავას პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.
ქალბატონმა თინამ გაამახვილა ყურადღება, რომ ჩვენი არაფერი არ გვაქვს. ერთ დღეს დაგპატიჟებთ ბაზაზე, განახებთ რა გვაქვს, მოწინავე ტექნიკა გვაქვს. რაც დღეს შეიძლება ქვეყანაში იყოს, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში, იგივე ტექნიკა გვაქვს ჩვენც". - უთხრა გომელაურმა ბოკუჩავას.
გომელაურის თქმით, 2019 წლიდან დღემდე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯა აღჭურვილობაზე.
2019 წლიდან დღემდე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯა აღჭურვილობაზე; ხელფასების ზრდასა და პრემია-დანამატების საკითხზე. 24 საათის რეჟიმში რომ ემსახურებიან ქვეყანას, ყოველთვის მიიღებენ დანამატებს და ვიზრუნებთ მათი პირობების გაუმჯობესებაზე". - განაცხადა გომელაურმა.