112 ვართ მიმწოდებელი და რა უნდა მივაწოდოთ, თუ არ მოგვივიდა სიგნალი - გომელაური ადრეული გაფრთხილების სისტემაზე

22.09.23 16:51
112 ვართ მიმწოდებელი და რა უნდა მივაწოდოთ, თუ არ მოგვივიდა სიგნალი - გომელაური ადრეული გაფრთხილების სისტემაზე

ადრეული გაფრთხილების სისტემის დაყენება შსს-ს პრეროგატივა არ არის. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გააკეთა.

როგორც მინისტრი ამბობს, სისტემა ჯერ დაყენებული არ არის და მხოლოდ დევდორაკზეა ადრეული გაფრთხილების სისტემა დაყენებული.

ადრეული გაფრთხილების სისტემას რატომღაც შსს-ს პრეროგატივად თვლის და ეს გაფრთხილების სისტემები, სმს შეტყობინებები 10-წლიან გეგმაში იყო, მომავალ წელს ჩაირთვებაო, არ გვითქვამს. უნდა შეისწავლონ ექსპერტებმა, გეოლოგებმა, თუ იქიდან არ მოვიდა სიგნალი, ჩვენ 112 ვართ მიმწოდებელი და რა უნდა მივაწოდოთ, თუ არ მოგვივიდა სიგნალი.
 

ადრეული გაფრთხილების სმს სისტემა არ არის დამოუკიდებელი პროექტი, ის უშუალოდ არის დაკავშირებული მრავლობითი, საფრთხეების შემცველი, ადრეული შეტყობინების ფართომასშტაბიან სისტემებთან, რომლის განვითარებაც 2019 წლიდან დაიწყო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ გარემოს მხარდაჭერით და 2025 წლის დეკემბერში იგეგმება მისი დასრულება,“ - ამბობს გომელაური.
 

მსგავსი სიახლეები