"ტყუილია" - თინა ბოკუჩავამ შს მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა

22.09.23 16:58
"ტყუილია" - თინა ბოკუჩავამ შს მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა

"წარმოუდგენელია, როცა შოვის სტიქიის შედეგად დაღუპულია 32 ადამიანი, თქვენ კი წარმატებულა აფასებთ ამ ოპერაციას,“ - ამ სიტყვებით მიმართა თინა ბოკუჩავამ შს მინისტრს.

თინა ბოკუჩავამ პარლამენტში მისული შს მინისტრი რამდენიმე ტყუილში ამხილა. ბოკუჩავას თქმით, დანაშაულია, როდესაც სახელმწიფომ მეზობელი ქვეყნების დახმარება არ გამოიყენა. 

ტყუილია, რომ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა სამაშველო სამუშაოები და ამასთან დაკავშირებით თავად გაქვთ განცხადება გაკეთებული, როდის ტყუოდით, როცა ამ განცხადებას აკეთებდით, რომ შეჩერდა სამძებრო სამუშაოები 22 საათზე თუ ახლა იტყუებით, რომ არ შეჩერებულა, მაშინ, როდესაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში ხედავდა, როგორ ითხოვდნენ ადამიანები შველას, მათ შორის ოჯახის წევრები, რომლებიც ეძებდნენ დაკარგულ ოჯახის წევრებს.
ტყუილია, რომ აშშ სახელმწიფოს არ სთავაზობდა სამაშველო ვერტმფრენებს, მოითხოვეთ დოკუმენტი და მოგაწოდეთ, დოკუმენტი, რომელიც 2016 წელს არის ხელმოწერილი პრემიერის მიერ, რომელიც უარს ამბობს სამაშველო ვერტმფრენებზე.
ტყუილია, რომ 4 აგვისტოს მოხდა ინფრასტრუქტურის მოწყობა - ეს მოხდა 5 აგვისტოს, როცა თავდაცვა ჩავიდა ადგილზე,“ - ამბობს ბოკუჩავა.

 

მსგავსი სიახლეები