"რუსები! მონებო!" - შს მინისტრი პარლამენტში შეაპარეს და აქციის მონაწილეებს არ შეახვედრეს
ყურადღების ცენტრში საქართველოს პარლამენტია. ვახტანგ გომელაურის გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებიი ქუჩაში შინაგან საქმეთა მინისტრს შეძახილებით და საყვირებთ ელოდნენ. "რუსებო! მონებო! დასანქცირდები!" - სკანდირებდნენ პარლამენტთან შეკრებილები, თუმცა გომელაურმაა გეგმები შეცვლა.
დისკომფორტისთვის რომ თავი აერიდებინა, ქვეყნის ნომერ პირველი პოლიციელი როგორც ჩანს, პარლამენტში ან სხვა კარიდან შევიდა ან ჩუმად შეაპარეს. "რუსებო! მონებო! დასანქცირდები!" - სკანდირებდნენ პარლამენტთან შეკრებილები.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს და შს მინისტრისთის ხმის გაგონებას ააედან შეეცადნენ. პროტესტის მონაწილეების პროტესტი შოვის ტარგედიასტან დაკავშირებით აქვთ. მათ აინტერესებთ, რატომ შეწყდა ღამით სამძებრო სამუშაოები.
შკრებილები ამბობენ, რომ მინისტრმა ხალხში გასვლა ვერ გაბედა.
ის არის შეშინებული. მას ესინია თვალებში ჩახედოს ხალხს, რომლებიც ხმას იმღლებენ ყველა უსამართლობაზე და ხმას იმაღლებენ იმაზე, რომ დრევანელი ხელისუფლება იცავს რუსეთის აგენტებს. ის ვერასდროს გაბედავს, რომ გამოვიდეს, პირისპირ დადგეს ჩვენს წინ და ჩენს კითხვებს უპასუხს, ჩვენი სათქმელი მოისმინოს და შემდეგ გადაწყვტიოს, შევა, წავა თუ რას იზამს, - ამბობს აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე.
აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ შს მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა უნდა დატოვოს.