ეს მინისტრის ცრუ ჩვენებაა, საუბარი დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მოგიწევთ - ბოკუჩავა გომელაურს
ეს მინისტრის ცრუ ჩვენებაა, საუბარი დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მოგიწევთ- ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პარლამენტარი თინა ბოკუჩავა შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით.
უნდა ვაღიარო, დიდი მოლოდინი თქვენი პასუხით სარწმუნო ინფორმაციის მიღების არ მქონდა, მაგრამ ამდენ ტყუილსაც არ ველოდი, ბატონო ვახტანგ, ეს მინისტრის ცრუ ჩვენებაა, რომელზეც თქვენ მოგიწევთ საუბარი დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში. ტყუილია, რომ უფრო სწრაფად სამაშველო ჯგუფის მისვლა შეუძლებელი იყო, მაშინ როდესაც 57 კილომეტრში არის აეროპორტი ამბროლაურის, სადაც უნდა ყოფილიყო სამაშველო ფუნქციით აღჭურვილი ვერტმფრენი, თავად განმართავთ, რომ მეორე ჯგუფს ამბროლაურიდან შემოვლითი გზით სიარული მოუწია, რადგან იმ მომენტში ხიდი უკვე წაღებული იყო მოვარდნილი ღვარცოფის გამო და რატომ არ ჩართეთ იმ მომენტში მაინც თავდაცვის ძალები, როდესაც დაინახეთ რა მასშტაბის კატასტროფასთან გვქონდა საქმე - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.