რა შუაშია შს მინისტრი? მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ - ხვიჩია
მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ - ასე მიმართა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "გირჩის ლიდერმა" იაგო ხვიჩიამ ვახტანგ გომელაურს.
ხვიჩიამ საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილ დეპუტატებს კითხვის მიმართა "რა შუაშია შს მინისტრი? " და თქვა, რომ დარწმუნებულია, ვახტანგ გომელაური ყველაფერს გააკეთებდა, როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ შეიტყობდა.
მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ და არც ის მგონია ადამიანურად, რომ რამეს დააკლებდით, იმიტომ, რომ ადამიანურად, ყველა ჩვენგანზე იმოქმედებდა ასეთი ტრაგედია. მაგრამ, ჩემი მოსაზრება, შეეძლო თუ არა სახელმწიფოს ამ სიტუაციაში რამე გაეკეთებია და შესაძლებელი იყო თუ არა სახელმწიფოს რაიმე გაეკეთებინა, ამასთან დაკავშირებით, მინდა ჩემი პოზიცია გამოვთქვა. მთავარი პრობლემა არის იმაში და მთავარ პასუხისმგებელ პირად ადამიანებს წარმოუდგება შინაგან საქმეთა მინისტრი, არადა რა შუაშია შინაგან საქმეთა მინისტრი? ვინმეს შეუძლია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახსნას? მე დარწმუნებული ვარ, როგორც მინისტრი გაიგებდა, ის ეცდებოდა თვითმფრინავი დაეორგანიზებინა და ყველაფერი გაეკეთებინა, მაგრამ შესაძლებელია კი ამ საქმის თბილისიდან კეთება?მე ვფიქრობ, რომ არა". - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.