კულტურის მინისტრთან შედარებით სრულად დედა ტერეზად გამოიყურები - როსტომ ჩხეიძე შს მინისტრს

22.09.23 17:20
კულტურის მინისტრთან შედარებით სრულად დედა ტერეზად გამოიყურები - როსტომ ჩხეიძე შს მინისტრს

„კულტურის მინისტრთან შედარებით სრულად დედა ტერეზად გამოიყურებით,“ - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ შს მინისტრს.

გომელაურის პასუხების მოსმენის შემდეგ ჩხეიძეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ პასუხები სრულიად აცდენილი იყო შეკითხვებს. როსტომ ჩხეიძის შეფასებით, „მინისტრი კი არა, რიგითი პარტიული წევრი იდგა ტრიბუნასთან“.

ბოდიშს, მონანიებას მაშინ აქვს აზრი, როცა გულწრფელია, თორემ დაკვეთილი მონანიება მიუღებელია. იქნებ მართლაც მოინანია ქართულმა ოცნებამ რაც ბავშვის გადამრჩენი ახალგაზრდა კაცია და სხვათა მიმართ ითქვა, ასე რომ ყოფილიყო ორგანიზებულად არ დაესხმოდნენ თავს თეა გოდოლაძეს, რომელიც არამარტო გულის ტკივილს და კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამდა, არამედ გამოსწორების გზებსაც აღნიშნავდა,“ - ამბობს როსტომ ჩხეიძე.
 

მსგავსი სიახლეები