"ოცნება" დაუკრეფავშია გადასული - სოფო ჯაფარიძე
"ოცნება" დაუკრეფავშია" გადასული, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ახლა პარლამენტთან გამართულ აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ შს მინისტრთან უამრავი კითხვა არსებობს, რომლებსაც პასუხები აუცილებლა უნდა გაეცეს. მისი თქმით, ხელისუფლება კითხვებზე პასუხების გაცემის ნაცვლად თავდასხმებსა და ძალადობაზეა გადასული.
კითხვა გვაქვს მთელ საქართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შოვის ტრაგედიის გარშემო დასმული კითხვები, რასაც აუცილებლად პასუხები უნდა გაეცეს და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს. დღეს თქვენ ხედავთ, რომ უკვე „ქართული ოცნება“ დაუკრეფავშია გადასული, ყველგან თავდასხმაზე არიან გადასულები, ეს იყო საკრებულოში, ეს არის აქ და ეს არის მათი ბოლო. ყოველთვის ასეა, გადადიან ძალადობაზე და ხედავთ, ისინი არიან მართლა უმართავ პროცესში გადასულები, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.