ჯაშუშები ჯაშუშის ტყავს არ დახევენ - მანჯგალაძე ფარცხალაძის გამოკითხვაზე

22.09.23 17:31
ჯაშუშები ჯაშუშის ტყავს არ დახევენ - მანჯგალაძე ფარცხალაძის გამოკითხვაზე

"ჯაშუშები ჯაშუშის ტყავს არ დახევენ" - ამ კომენტარით ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მაჯგალაძე ფარცხალაძის გამოკითხვას.

მანჯგალაძის თქმით, ვერანაირი გამოძიება ფარცხალაძის წინააღმდეგ ვერ წავა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში და რომ პროცედურა ფორმალურია და ვერანაირ შედეგზე გავა.

ეს არის ფარსი. ვერანაირი გამოძიება ფარცხალაძის წინააღმდეგ ვერ წავა ამ ხელისუფლების პირობებში, რატომ იმიტომ, რომ რუსეთის ჯაშუშები არიან ხელისუფლებაში და ჯაშუშები ჯაშუშის ტყავს არ დახევენ, ეს უნდა ვიცოდეთ, მარტივად ავხსნათ, ფორმალური პროცედურა არის, ვერანაირ შედეგზე ვერ გავა", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მაჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები