არანაირი პირადი მიზეზი არ არსებობს, როდესაც პასუხისმგებელი ხართ ადამიანების წინაზე - ჩხეიძე გომელაურს
როდესაც თქვენ პასუხისმგებელი ხართ სხვა ადამიანებზე, არანაირი პირადი მიზეზი არ არსებობს - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრს.
ჩხეიძის თქმით, მმართველ გუნდს რომ ევროკომისიის რეკომენდაციები სწორად შეესრულებინა, შოვის მასშტაბური ტრაგედია არ იქნებოდა.
ევროკომისიის რეკომენდაციები რომ ბოლომდე, გულმოდგინედ და სწორად შეგვესრულებინათ, არ იქნებოდა შოვის მასშტაბური ტრაგედია. ევროპული ცხოვრებისა და მმართველობის წესი მოითხოვს მმართველებისგან მეტ პროფესიონალიზმს, მეტ ანგარიშვალდებულებასა და მეტ პასუხისმგებლობას ხალხის მიმართ, აქ კი, ჩვენთან, ბატონო მინისტრო, როდესაც შოვის ტრაგედიის დღეს მედიამ იკითხა, რატომ არ არის მინისტრი ადგილზეო, თქვენმა კოლეგებმა გასცეს პასუხი, პირადი მიზეზი აქვსო. პირადი მიზეზი არ არსებობს, პირადი მიზეზი ადამიანი თუ ცოცხალია, მით უმეტეს, მმართველი, რომელიც სხვა ადამიანებზე არის პასუხისმგებელი, მაშინ პირადი მიზეზი არ უნდა არსებობდეს. თქვენ რომ გდომოდათ ევრორეკომენდაციების შესრულება, მაშინ მიხვდებოდით, როგორი მმართველობა უნდა ჰქონდეს მმართველს ადამიანების მიმართ, ახლა ცხადია, ვერ მიხვდებით, რადგან თქვენ არ იცით, მონომახის ქუდი რა მძიმეა, თქვენ მხოლოდ სილამაზის გამო გახურავთ ეს თავზე - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.