თუ არაფერს წარმოადგენს ფარცხალაძე თქვენთვის, რატომ ნერვიულობთ? - ბუაძე საკრებულოს სხდომაზე
თუ არაფერს წარმოადგენს ფარცხალაძე თქვენთვის, რატომ ნერვიულობთ? - ასე მიმართა ფრაქცია “ლელოს” თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოში, საბა ბუაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნების" წარმომადგენლებს.
ბუაძის თქმით, რუსეთის კრიმინალის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის გამო, ეროვნული ბანკი ისე ჩამოშალა, რომ კარის მიმხურავი აღარ დარჩა.
„მინდა, მოსახლეობას გავახსენო, ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, ბოტასების ქურდობიდან დაწყებული მისი კრიმინალური კარიერიდან. ნუ ღელავთ, ნუ ნერვიულობთ ფარცხალაძეზე, მესმის, რომ სურვილი გაქვთ გადაეფაროთ, თუ არაფერს წარმოადგენს თქვენთვის, რატომ ნერვიულობთ?
ფარცხალაძე კრიმინალია, რუსეთის აგენტი, ადამიანი, რომელმაც მათ შორის, თავისი კორუფციული საქმიანობა დაიწყო ამ მუნიციპალიტეტის გატყავების ხარჯზე. ეს დაადასტურა აუდიტის სამსახურის დასკვნამ, სადაც ორი მილიონით მეტი გადაუხადეს მიწის ნაკვეთში, რომელიც 600 ათასი ლარი ღირდა. ამ კაცმა, თავისი კრიმინალური საქმიანობა დაიწყო თბილისის მუნიციპალიტეტის ხარჯზე. დღეს, ეს კაცი რუსეთის გამოცხადებული აგენტია, საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. ის, რომ ხელისუფლება ფარცხალაძესთან გადაჯაჭვულია, დაადასტურა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ყველაზე მეტად კი დაადასტურა ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ამ კრიმინალის და რუსეთის კრიმინალის აგენტის გამო, ეროვნული ბანკი ისე ჩამოშალა, რომ კარის მიმხურავი აღარ დარჩა, დამლაგებელი აღარ დარჩა“,- აღნიშნა ბუაძემ.