აქცია პერფორმანსი პარლამენტთან - მოქალაქეებმა ფეხსაცმელები დაკიდეს
აქცია პერფორმანსი პარლამენტთან - საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ფეხსაცმელები სიმბოლურად დაკიდეს.
პარლამენტთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებას შოვის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ითხოვენ აშშ-ის მიერ დასანქცირებული რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის დაკავებას.