შეაყარე კედელს ცერცვი, მაგრამ ეს ცერცვი არ ეყრება კედელს - უსუფაშვილი

22.09.23 18:16
შეაყარე კედელს ცერცვი, მაგრამ ეს ცერცვი არ ეყრება კედელს - უსუფაშვილი

აჰა, ელაპარაკე ახლა, შეაყარე კედელს ცერცვი - ასე უპასუხა პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს მმართველი გუნდის დეპუტატის რეპლიკას.

დავით უსუფაშვილის თქმით, გადატანილი ტრაგედიებიდან ხელისუფლებამ გაკვეთილი უნდა ისწავლოს, რათა სისტემა უკეთ აეწყოს.

ასეთ ვითარებებში მეტი სოლიდარობა, ერთად დადგომა გვმართებს... აჰა, ელაპარაკე ახლა, შეაყარე კედელს ცერცვი, მაგრამ ეგრე არ არის,  ეს ცერცვი არ ეყრება კედელს. ადამიანებს, ვისაც გაგება უნდათ ესმით, ვისაც ამისი უნარი არ გვაქვს, ეგ სხვა თემაა. ბატონ მინისტრს მინდა ვუთხრა, რომ იქ საქმე არ გაგიკეთებიათ, პირიქით, ბევრი საქმე გააკეთეთ, მაგრამ გთხოვთ, ამ ყველაფრისგან გაკვეთილებიც გამოვიტანოთ, რომ სისტემა აეწყოს უკეთ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები