თუ გაქვთ ინფორმაცია, რა სიღრმეში იყვნენ ცხედრები, რომ ვერ წაიკითხა სითბურმა დრონმა - სამნიძე
„არ არის ხელისუფლება იმ სიმაღლეზე, რომ სიმართლე უთხრას საზოგადოებას ან ბოდიში მოიხადოს, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს რომ ფონს გავა ან კომპენსაციებით ან ოპოზიციაზე თავდასხმით,“ - ეს განცხადება ხათუნა სამნიძემ პარლამენტში გააკეთა.
მინისტრის საათის ფარგლებში დეპუტატმა შს მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ ობიექტური სიმართლის მოსმენის იმედი არ აქვს.
მინისტრის მოხსენება იყო საკმაოდ ზედაპირული და აღგვიწერეს ეს პროცესი როგორ მიდიოდა, რასაც თავადაც მუდმივ ეთერებში ვუყურებდით. თქვენს მოხსენებაში არ გითქვამთ, როცა საუბრობდით სითბურ დრონებზე, დაუკავშირეთ იმას თუ რა სიღრმით იყვნენ დაღუპული ადამიანები მიწის ქვეშ. გვითხარით, ექსპერტ-კრიმინალისტებისგან თუ გაქვთ ინფორმაცია, რა სიღრმეში იყო ეს ცხედრები, რომ ვერ წაიკითხა სითბურმა დრონმა. იყო თუ არა ცხედრებს შორის ისეთი, რომლებსაც არ ჰქონდათ დაზიანებები, ამაზეც არსებობს კითხვები,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.