გგონიათ, რომ ივანიშვილი გისმენთ, ის ისე გისმენთ, როგორც მე - ჩემი კატა ტელეეკრანების წინ - გოცირიძე "ოცნებას"

22.09.23 18:22
გგონიათ, რომ ივანიშვილი გისმენთ, ის ისე გისმენთ, როგორც მე - ჩემი კატა ტელეეკრანების წინ - გოცირიძე "ოცნებას"

"ძალიან აგრესიულად დაურიგებიხართ ვიღაცას და გამოდიხართ და გულადად, კოლექტიურად უკიჟინებთ," - ამ სიტყვებით მიმართა "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.

როგორც გოცირიძე ამბობს, სახელისუფლებო გუნდის წევრები შეშინებულები არიან და სწორედ ამიტომ აირჩიეს ტაქტიკა, როცა ერთობლივად ესხმიან თავს ოპონენტებს. 

ძალიან აგრესიულად დაურიგებიხართ ვიღაცას და გამოდიხართ და გულადად, კოლექტიურად უკიჟინებთ. კოლექტიური მოკიჟინეები არიან მშიშარები. თქვენ ახლა გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი გისმენთ და მერე სიაში მოხვდებით პარლამენტში და ამით გინდათ, თავი მოაწონოთ. ისე გისმენთ ბიძინა ივანიშვილი, როგორც მე მისმენს ჩემი კატა ტელეეკრანების წინ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები