შემთხვევით, თქვენც რუსეთის აგენტი ხომ არ ხართ, მინისტრო? - წითლიძე გომელაურს
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული კომენტარის დროს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის ჯაშუშობაში დაადანაშაულა.
ანა წითლიძის თქმით, ვახტანგ გომელაური ფარცხალაძესთან ერთად საქართველოში რუსეთის ინტერესების გაძლიერებას ხელს უწყობდა.
რა შოვის ტრაგედიაზე უნდა გველაპარაკოთ, თქვენ იყავით სუს-ის უფროსი 2015-2019 წლებში და რას შვრებოდით, ხელფასს რაში იღებდით, როდესაც რუსის აგენტი ფარცხალაძე ამ ქვეყანაში მილიონებს შოულობდა და რუსეთის ინტერესებს აძლიერებდა, შემთხვევით თქვენც მისი თანამონაწილე ხომ არ ხართ? შემთხვევით, თქვენც მილიონები ხომ არ გაქვთ ნაშოვნი, შემთხვევით თქვენც რუსეთის ჯაშუში ხომ არ ხართ, მინისტრო? - აღნიშნა ანა წითლიძემ.