აუხსნელი იყო თქვენი წარმოუდგენლად მახინჯი რეაქცია მსხვერპლის ხსენებაზე - ტაში - ეკა ხერხეულიძე

22.09.23 18:58
აუხსნელი იყო თქვენი წარმოუდგენლად მახინჯი რეაქცია მსხვერპლის ხსენებაზე - ტაში - ეკა ხერხეულიძე

„გავიგე ის, რომ თავად თქვენი ხელისუფლება არის სტიქიური უბედურება,“ - ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ შს მინისტრს და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. 

მესმის, რომ თქვენი გუნდის წევრი რიგ საკითხებთან მიმართებაში უნდა გაამხნეოთ, მაგრამ იმ მსხვერპლთან და ტრაგედიასთან, რაც გადავიტანეთ, სრულიად უკონტექსტო იყო, სრულიად აუხსნელი იყო თქვენი წარმოუდგენლად მახინჯი რეაქცია მსხვერპლის ხსენებაზე, რა კარგად მოიქცა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით - ტაში. 
ეს არის ძალიან მონაცვლეობითი ამბავი - ოდესღაც ჩვენ ვისხედით მაქეთ მხარეს და აქეთ იყო ოპოზიცია, თქვენც აუცილებლად შეიცვლებით,“ - ამბობს ხერხეულიძე.

ხერხეულიძის კრიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის და მისი სიტყვით გამოსვლის შეფერხება სცადეს. 

ბერაია, არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე, შე რეგვენო, შენი ტოლი და სწორი ნახე, იქ იყბედე. ეს არ არის კაცის საქციელი, როდესაც ნახავთ ერთ ადამიანს, ხან უკნიდან ჩაარტყამთ და გგონიათ, ბოსს ასიამოვნებთ, ეს არ არის კაცური, ყველა მოხვდებით ოდესმე უმცირესობაში და იქნებით იმ ხალხის დასაცავი, ვინც გახლავთ დღეს უმცირესობაში,“ - ამბობს ხერხეულიძე.
 

მსგავსი სიახლეები