რუსული რუბლები და ცემა-ტყება თბილისის საკრებულოში - რა მოხდა სხდომაზე?

22.09.23 20:22
რუსული რუბლები და ცემა-ტყება თბილისის საკრებულოში - რა მოხდა სხდომაზე?

ხელჩართული ჩხუბი თბილისის საკრებულოში - ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ. კოტე ზარნაძის გამოსვლას ოპოზიციის ჯერ ხმაურიანი პროტესტი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ზარნაძემ ოპონენტს დროშა მას შემდეგ ესროლა, რაც ირაკლი ეძგვერაძემ დეპუტატი "არარაობად" მოიხსენია. ამის შემდეგ უკვე რთული გასარჩევი იყო, ვინ ვის ურტყამდა და ვინ აშველებდა.

მას შემდეგ რაც  ვითარება დარბაზში უკონტროლო გახდა, საკრებულოს თავმჯდომარე იძულებული გახდა, სხდომა შეეწყვიტა.

ყველაფერი კი ისევ ფარცხალაძით დაიწყო. ოპოზიცია განმარტებებს ითხოვდა, რატომ იცავს ხელისუფლება ჯაშუშობაში მხილებულ პროკურორს. მუშტების ქნევამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზში  რუსული რუბლებიც ფრიალებდა, რასაც ქართული ოცნების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები