გერმანიაში არიან ნეონაცები, საქართველოში კი ნაცები - კობახიძის მიმართვა ოპოზიციონერ პარლამენტარებს

22.09.23 19:09
გერმანიაში არიან ნეონაცები, საქართველოში კი ნაცები - კობახიძის მიმართვა ოპოზიციონერ პარლამენტარებს

"გერმანიაში არიან ნეონაცები, საქართველოში კი ნაცები, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფების შედეგად გამოწვეულ პრობლემებს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებდნენ", - ასე მიმართა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ პარლამენტარებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში არსებული გარკვეული პოლიტიკური ძალები ტრაგედიას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ.

ზოგადად სტიქია უნდა აერთიანებდეს ყველას, ქვეყანას, ხალხს, პოლიტიკურ პარტიებს, აბსოლუტურად ყველას, სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში ვხედავთ რას, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ტრაგედიაც კი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად... არაერთი სტიქია მოხდა ამ დროის განმავლობაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰავაიზე ტყის ხანძარს ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არის უზარმაზარი მსხვერპლი, ადამიანების იდენტიფიცირება ვერ ხვდებოდა თვეზე მეტი დროის განმავლობაში, არ ამოქმედდა გაფრთხილების სისტემა. ამერიკის პრეზიდენტი ადგილზე ჩაფრინდა 2-3 კვირის თავზე, თუმცა არავის უფიქრია, სპეკულაციისთვის გამოეყენებინა ეს ყველაფერი. იმ ქვეყნებში არცერთ ჯანსაღ ძალას არ უცდია, რომ ეს ამბები პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოეყენებინათ. თუმცა გერმანიაში წყალდიდობის დროს არასაპარლამენტო ძალებმა ნეონაცისტებმა სცადეს ამ ტრაგედიის გამოყენება. გერმანიაში არიან ნეონაცები, საქართველოში კი ნაცები.

მსგავსი სიახლეები