რასაც ოპოზიცია კადრულობს, პარადოქსია - მდინარაძე ოპონენტებს აკრიტიკებს და აქციის დისკრედიტაციას ცდილობს

22.09.23 19:20
რასაც ოპოზიცია კადრულობს, პარადოქსია - მდინარაძე ოპონენტებს აკრიტიკებს და აქციის დისკრედიტაციას ცდილობს

"რასაც ჩვენი ოპოზიცია კადრულობს, პარადოქსია", - ეს განცხადება პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლის დროს გააკეთა.

მდინარაძე ოპოზიციას შოვის ტრაგედიით მანიპულირებაში ადანაშაულებს. "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან იერიში მიიტანა თინა ბოკუჩავაზე, ელენე ხოშტარიაზე, გიორგი ვაშაძესა და მამუკა ხაზარაძეზე, რადგან მათი კრიტიკა მდინარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 

მდინარაძემ ასევე სცადა პარლამენტთან მიმდინარე აქციის დისკრედიტაცია. 

პარადოქსების ქვეყნად ვრჩებით ერთი მიმართულებით, რასაც ჩვენი ოპოზიცია კადრულობს. ადამიანების სიცოცხლე თქვენს მთავრობას არაფრად მიაჩნიაო, განაცხადა "ნაცმოძრაობის" ფრაქციის ხელმძღვანელმა. პარადოქსი აღარ ჰქვია ამას. არ მინდა ასეთი მძიმე შეფასებები გამოვიყენო. ეს რომელი რიგიდან არის იცით, ხაზარაძეს რომ უთქვამს გუშინ, თავი დაანებეთ ადამიანების ჯიბეებში ხელის ფათურსო.

გარეთ ახლა მიდის რამდენიმეკაციანი აქცია, რომლის მთავარი ლოზუნგი არის "არა რუსულ მთავრობას" და ვინ ხელმძღვანელობს იცით? ელენე ხოშტარია. ბატონმა ვაშაძემ განაცხადა, ვინმე ჩასულიყოო, ან პრემიერი ან მედიცინის სხვა წარმომადგენლებიო, კარგად გარუჯულმა ვაშაძემ განაცხადა იმხანად, რომელსაც ფეხი არ ჩაუდგამს. თინა ბოკუჩავამ ადგილიდან წამოიძახა, ვიყავით ოღონდ კამერების გარეშეო, ნაცი კამერების გარეშე, ესეც პარადოქსია - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები