"ნაძირალა", "არაკაცი", "მაჯლაჯუნა" - როგორ იცავდა "ოცნება" ოპონენტებისგან შს მინისტრს
შს მინისტრს დღეს პარლამენტში დაჩი ბერაია, ირაკლი ზარქუა და ალუდა ღუდუშაური იცავდნენ. დეპუატატები მყისიერ რეაგირებას ახდენდნენ მაშინ, როცა ოპოზიცია ვახტანგ გომელაურის კრიტიკას დაიწყებდა. "ნაძირალა", "არაკაცი", "მაჯლაჯუნა" - ამ ფრაზებს ეძახდნენ გიორგი ვაშაძეს "ოცნების" წევრები მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა იკითხა, სად იყო პრემიერ-მინისტრი შოვის ტრაგედიის ღამეს. დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე რადიკალი დაჩი ბერაია იყო, რომელსაც ოპონენტებმა უთხრეს, რომ ოროსანი და რეგვენია.
დეპუტატებს შორის ლანძღვის კორიანტელს სამთავრობო ლოჟიდან მდუმარედ ისმენდა ვახტანგ გომელაური. ის ჩხუბში არ ერეოდა და ოპონენტების კრიტიკას მხოლოდ ღიმილით ხვდებოდა. ასე მოხდა მაშინაც, როცა რუს გენერლებთან ერთად გადაღებული ფოტოები მინისტრს ცხვირწინ უფრიალეს. ინტერპელაციის წესით მისულმა გომელაურმა ტრიბუნასთან დაახლოებით ნახევარი საათი ილაპარაკა და თქვა, ის რომ ახალი არაფერი უთქვამს. ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ ისევ ამტკიცებს, რომ იმაზე მეტ ადამიანს ვერ გადაარჩენდნენ, ვიდრე გადაარჩინეს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.