დღეს უფრო მეტი გამოვიდა მგრძნობარედ და ნიანგის ცრემლებით, ვიდრე ისინი რაჭას გაეკარნენ - ღუდუშაურის მიმართვა ოპოზიციას
"დღეს უფრო მეტი გამოვიდა მგრძნობარედ და ნიანგის ცრემლებით, ვიდრე ისინი რაჭას გაეკარნენ" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ შოვის ტრაგედიის პოლიტიკურ მოვლენად გამოყენებას.
ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლა სრულ ტყუილს წარმოადგენს.
ეს ადამიანები ახერხებენ, რომ საქმიანი ფორმატები პოლიტიზებულ ფორმატად გადააქციონ. რაც იყო მათ გამოსვლებში პოლიტიკური, ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია. ესე უტიფრად როგორ შეიძლება მოიტყუოს ადამიანმა, არ ვიცი... დღეს უფრო მეტი გამოვიდა მგრძნობარედ და ნიანგის ცრემლებით, ვიდრე რაჭას გაეკარნენ. საზოგადოებას ვთხოვ, რომ იპოვნონ განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.