ჩვენს ქვეყანაში ნეონაცისტური პოლიტიკის დანერგვას ცდილობენ - სარჯველაძე ოპოზიციას
"არის ის მომენტები, როდესაც ასეთი ტრაგედიების დროს ვიღაცები ქულების დაწერას ცდილობენ," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა და ოპონენტები გააკრიტიკა.
სარჯველაძის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები ყოვლად უსაფუძვლოდ საყვედურობენ მმართველ პარტიას.
არის ის მომენტები, როდესაც ასეთი ტრაგედიების დროს ვიღაცები ქულების დაწერას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სიტყვით ბევრი ემიჯნებოდეს ასეთ დამოკიდებულებას, ის, რასაც ვისმენთ ოპოზიციის დიდი ნაწილისგან, საპირისპიროში გვარწმუნებს. ისინი ნეონაცისტური პოლიტიკის დანერგვას ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში. დღეს ქალბატონი ანა წითლიძე გამოვიდა სიტყვით, შოვზე საერთოდ არ უსაუბრია და მინისტრს საყვედური უთხრა, კონკრეტულ პასუხებს რატომ არ იძლევიო, უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ სხვას საყვედურობენ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.