ეს ლაჩრები ვერ შემაშინებენ - ეძგვერაძის კომენტარი კლინიკიდან

22.09.23 21:52
ეს ლაჩრები ვერ შემაშინებენ - ეძგვერაძის კომენტარი კლინიკიდან

 

 

 

"ეს ლაჩრები ვერ შემაშინებენ ვერც მე და ვერც ჩემს მეგობრებს" - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც რამდენიმე საათის წინ, საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ირაკლი ეძგვერაძის თქმით, აღნიშნული თავდასხმა ხელისუფლების დაკვეთით განხორციელდა.

ეს ლაჩრები ვერ შემაშინებენ, ვერც მე და ვერც ჩემს მეგობრებს და ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ამ ყველაფერზე პასუხს აგებენ. ძირს დაგვაგდეს ბავშვებთან, მოზარდებთან, ქალებთან ერთად, უმოწყალოდ გვისწორდებოდნენ, მაგრამ კიდევ ვამბობ, ვერ შემაშინებენ. 100 პროცენტით ხელისუფლების დაკვეთით მოხდა, მწვანე შუქი აუნთეს ამ ყველაფერს - აღნიშნა ეძგვერაძემ.

მსგავსი სიახლეები