ადვოკატები ნიკა მელიას ვერ პოულობენ
ადვოკატები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს ვერ პოულობენ. უფლებადამცველები მას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ეძებენ.
მელიას ინტერესებს გიორგი კონდახაშვილი დაიცავს.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაზე არ გამოდის, შესაბამისად უცნობია, რა სტატუსი აქვთ გლდანში დაკავებულებს.
ამ წუთამდე შსს კომუნიკაციაზე არ გამოდის, საერთოდ არ გვაქვს ინფორმაცია, სად არიან გადაყვანილი დაკავებულები, არიან თუ არა დაკავებულები, რა სტატუსი აქვთ მათ მინიჭებული. სოციალურ ქსელში რა კადრებიც გავრცელდა, აშკარად დააკავეს პირები და პარადოქსულია, რაც დღეს მთელმა საზოგადოებამ იხილა. რეინკარნაცია მოხდა 90-იანი წლების კრიმინალური ავტორიტეტებით პოლიტიკური ვენდეტების და ანგარიშსწორებების. იმის ნაცვლად, რომ დაკავებული იყვნენ მოძალადეები, დაიჭირეს პოლიტიკოსები, რომლებიც ამას აპროტესტებდნენ"- თქვა "პირველებთან" გიორგი კონდახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გლანში ხელჩართული ჩხუბი იყო. ენმ-ს წევრებს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი და პოლიცია დაუპირისპირდა.
სამართალადმცველებმა ადგილზე დაკავებების სერია დაიწყეს. დაკავებულია ნიკა მელია ად ბაჩო დოლიძე. სხვა დაკავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.