დღეს პოლიცია იცავდა ე.წ. კანონიერ ქურდებს - სოფო ჯაფარიძე
"დღეს პოლიცია იცავდა ქურდულ სამყაროს, ამ ძველ ბიჭებს, რომლებიც ირაკლი ეძგვერაძესთან მოვიდნენ" - ასე ეხმაურება სოფო ჯაფარიძე საკრებულოს დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს.
ჯაფარიძის თქმით, ქართული საზოგადოება რუსულ რეჟიმში ცხოვრობს, რომლის პოლიტიკასაც საქართველოში მმართველი პარტიის წარმომადგენლები ატარებენ.
წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ რეჟიმში. წარმოუდგენელი იყო რა მდგომარეობაშიც ჩააგდეს ჩვენი პარტიის წევრები. დღეს პოლიცია იცავდა ქურდულ სამყაროს, ამ ძველ ბიჭებს, რომლებიც ირაკლი ეძგვერაძესთან მოვიდნენ, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა და ფარცხალაძის გვარის ხსენების გამო, 50-მდე ადამიანი, ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დაესხნენ თავს - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.