"ოცნების" ტიტუშკები ადამიანებს გაუსწორდნენ, ახლა კი სოროებში ჩაძვრნენ - ირაკლი კუპრაძე
"ოცნების" ტიტუშკები თავდაპირველად ადამიანებს გაუსწორდნენ, ახლა კი სოროებში ჩაძვრნენ" - განცხადება "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გლდანში გაალეთა, სადაც საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, ირაკლი ეძგვერაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ.
კუპრაძის თქმით, ოპოზიციაზე განხორციელებული თავდასხმა პუტინისტური და კრემლისტური მმართველობის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მძიმე პოლიტიკური დანაშაულებების გადაგორებას ემსახურება.
"ქართული ოცნების" ტიტუშკები აქ აღარ არიან. ისინი დაიმალნენ, თავიანთ სოროში ჩაძვრნენ, უბრალოდ ესე სჩვევიათ, დახვდებიან ადამიანებს, თითქოსდა გაუსწორდებიან და შემდეგ მიიმალებიან, რომელთაც მფარველობს, რა თქმა უნდა, სუსი უწევს. ეს არის პუტინისტური და კრემლისტური მმართველობის ფორმა, სადაც ცდილობენ, რომ ძალადობით გადააგორონ მძიმე პოლიტიკური დანაშაულებები - აღნიშნა კუპრაძემ.