პრეზიდენტმა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარი თქვა
საქართველოს პრეზიდენტის პასუხი "ქართულ ოცნებას" - სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია, აშშ-ის მიერ ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი გენერალური პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძესთვის მოქალქეობის შეწყვეტა.
ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?
ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე.