მელია, დოლიძე და კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული - შსს-ს კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ენმ-ის ლიდერები, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგრც "პირველებს" გომელაურის უწყებაში უთხრეს, პოლიტიკოსებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.
რაც შეეხება ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარ თავდასხმას, შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა" აცხადებენ შსს-ში.