არ გრცხვენიათ?- ეძგვერაძის დედის მიმართვა დეპუტატ ზარნაძეს და თავდამსხმელებს
"რა არ იკადრეთ, რა არ ჩაიდინეთ, არ გრცხვენიათ ახლა რომ მიყურებთ ტელევიზორში?" - ასე მიმართავს საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის დედა დეპუტატ ზარნაძესა და იმ თავდამსხმელებს, რომლბმაც ოპოზიციონერს ჩასაფრება მოუწყვეს.
მისი თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი გუგა შუკაკიძეა.
მე იმ მომენტში აივანზე ვიდექი და დავინახე, დაახლოებით 5-6 ავტომანქანა დიდი სისწრაფით რომ შემოვარდა და ეგრევე ჩამოვედი დაბლა. რამდენიმე იყო ჩემი მოსწავლე და სირცხვილი თქვენ. ერთ-ერთი გუგა შუკაკიძეა. უამრავი კარგი გამიკეთებია თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის. ჩემი შვილი იბრძვის სამშობლოსთვის.
მივმართავ ზარნაძეს, თქვენ ჩემი დეპუტატი არ ხართ. რა არ იკადრეთ, რა არ ჩაიდინეთ, როგორ უნდა იცხოვროთ, დედა მოგმართავთ, არ გრცხვენიათ ახლა რომ მიყურებთ ტელევიზორში?! - აღნიშნა ეძგვერაძის დედამ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღნიშნებათ.
დაზარაებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს.
ეძგვერაძის თქმით, ამას ვერავინ გაბედავდა, ხელისუფლება და პოლიცია ზურგს რომ არ უმაგრებდნენ.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაადასტურა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ.
მომხდარ ძალადობაზე სს-მ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.