ჩემ შვილს ზარნაძე ე.წ. კრიმინალური სამყაროთი ადრეც ემუქრებოდა - ნაცემი პოლიტიკოსის დედა
"ჩემს შვილს ამ სამყაროთი ემუქრებოდა" - განცხადება ნაცემი საკრებულოს წევრის დედამ მედიასთან საუბრის დროს გააკეთა.
მისი თქმით, გლდანის დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე კრიმინალური სამყაროთი ენმ-ის წევრს თვეების განმავლობაში ემუქრებოდა.
თქვენ არ უნდა აგეღოთ პასუხისმგებლობა დეპუტატობისა. ზარნაძე ამ ადამიანებით, ამ სამყაროთი რამდენიმე თვის განმავლობაში ემუქრებოდა ჩემს შვილს - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღნიშნებათ.
დაზარაებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს.
ეძგვერაძის თქმით, ამას ვერავინ გაბედავდა, ხელისუფლება და პოლიცია ზურგს რომ არ უმაგრებდნენ.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაადასტურა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ.
მომხდარ ძალადობაზე სს-მ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.