ნიკა მელიას სავარაუდო ადგილსამყოფელი ცნობილია
ნიკა მელიას სავარაუდო ადგილსამყოფელი ცნობილია. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე დიღმის პირველ სამმართველოში რამდენიმე წუთში შეიყვანენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე არიან დაკავებული.
გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს.