"პოლიციამ ექიმებზე ზეწოლა განაორციელა" - შსს-ს მაღალჩინოსანი დაშავებულების პალატაში (ვიდეო)

23.09.23 00:15
"პოლიციამ ექიმებზე ზეწოლა განაორციელა" - შსს-ს მაღალჩინოსანი დაშავებულების პალატაში (ვიდეო)

 

 

დაპირისპირება კლინიკაში, სადაც ზონდერ-ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ირაკლი ეძგვერაძე და მასთან ერთად დაშავებულები იმყოფებიან. 

პოლიციის მაღალჩინოსანი, კახა მურადაშვილი პალატებში შევია და ექიმისგან ფორმა 100-ს ითხოვდა. 

ფაქტს ადგილზე მყოფი პოლიტიკოსების, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძისა და "დროას" ხელმძღვანელის, ელენე ხოშტარიას პროტესტი მოჰყვა

"ჩემს თვალწინ ექიმებზე ზეწოლა განახორციელეს" - განცხადება "დროას" ლიდერმა "ტვ პირველთან".

მისი თქმით, პოლიციელები საავადმყოფოში შეჭრნენ და დაზარალებულებზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ.

აქ დგას დაახლოებით 20 პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში შეიჭრა. ჩემს თვალწინ იყო ზეწოლა ექიმზე. შევიდნენ დაზარალებულებთან, ისინი ეუბნებოდნენ, რომ ცუდად არიან და არ შეუძლიათ ჩვენების მიცემა, მაგრამ მაინც აიძულებდნენ და ჩვენ მოგვიწია მათი გამოყვანა. მეორედ შევიდნენ, შეიკეტნენ ორდინატურაში და დაცვამ ჭიდაობით გამოიყვანა - აღნიშნა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები