ქურდული სამყარო, რომელიც სააკაშვილმა მოსპო, სრულად რეაბილიტირდა დღეს - სოფო ჯაფარიძე

23.09.23 00:39
ქურდული სამყარო, რომელიც სააკაშვილმა მოსპო, სრულად რეაბილიტირდა დღეს - სოფო ჯაფარიძე

 

 

"ეტყობა ზემოდან არის ბრძანება გაცემული, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეეკერათ საქმე" - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი სოფო ჯაფარიძე სამართალდამცველების მიერ საავადმყოფოში უხეშად შეჭრის მცდელობას.

ყველაზე მტკინვეული იმ რეალობის გაცნობიერებაა, რომ  ქურდული სამყარო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდა მოსპეს თავის დროზე, "ქართული ოცნების" ხელში, ფაქტობრივად, სრულად რეაბილიტირდა და ეს იყო ნათელი მაგალითი დღეს, როდესაც თავს დაესხნენ საკრებულოს დეპუტატს. ირაკლი ეძგვერაძე ამ დრომდე თავს კარგად არ გრძნობს, მას სხვადასხვა სიმპტომები აღენიშნება, მას აქვს ძალიან მძიმე დაზიანებები. ჩვენთან ერთად ახლა არის კახა ლადაშვილი, რომელიც ასევე გადის ამ წუთებში მკურნალობას. წარმოუდგენელი იყო ის კადრები, როდესაც შემოვარდნენ საავადმყოფოში. მე აქ ვიყავი, დაშავებულებს საუბრის შესაძლებლობაც კი არ აქვთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში არიან. ასე მოულოდნელად დააცხრნენ თავს გამომძიებლები და ითხოვდნენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო მათი გამოკითხვა ამ ვითარებაში. მათ სურთ, შეკერონ ადამიანების საქმე, რომლებიც დიდი ზომის გირებით არიან ნაცემები. ეტყობა ზემოდან არის ბრძანება გაცემული, რომ სწრაფად შეეკერათ საქმე - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები