რატომ იმყოფებოდა პოლიციის მაღალჩინოსანი დაშავებულთა პალატაში?

23.09.23 00:50
რატომ იმყოფებოდა პოლიციის მაღალჩინოსანი დაშავებულთა პალატაში?

რატომ იმყოფებოდა პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პალატაში, სადაც გლდანში თავდასხმის შედეგად დაშავებულები არიან მოთავსებულები. 

კახა მურადაშვილი ამტკიცებს, რომ "საჭიროდ ჩათვალა პირადად მომესმინა დაზარალებულებისთვის". 

მისი თქმით, დაზარალებულების საგამოძიებო ორგანოში დროულად გამოცხადება უმნიშვნელოვანესია.

დაზარალებულების ინტერესებში შედის ის, რომ თუ მათ მიადგათ ჯანმრთელობის ზიანი უნდა დააფიქსირონ, ვინ მიაყენა, სად, რა მიზნით. საჭიროდ ჩავთვალე, რომ დაზარალებულებისგან პირადად მომესმინა, თუმცა მათ უარი განაცხადეს. ყველა დაზარალებულს განემარტა, რომ აუცილებელია მათი გამოცხადება ორგანოში. სწორედ ამ მიზნით არის მნიშვნელოვანი მათი გამოკითხვა, რომ დააფიქსირონ, იცნობენ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ან შეუძლიათ თუ არა მათი ამოცნობა - აღნიშნა კახა მურადაშვილმა. 

რაც შეეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსზე თავდასხმას, მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატს მოქალაქეები დაესხნენ.

მურადაშვილის თქმით, ისინი დაკავებულები არ არიან. 

მსგავსი სიახლეები