"ომის აცილება ჩვენი მთავრობის ფილოსოფიაა" - ღარიბაშვილი გაეროში

23.09.23 01:23
"ომის აცილება ჩვენი მთავრობის ფილოსოფიაა" - ღარიბაშვილი გაეროში

"ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, "ოცნებამ" ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა მოახერხა: 

 ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამოწარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით- თქვა ღარიბაშვილმა. 

რედაქტორის შენიშვნა: მთავრობის ადმინისტრაციაში "Tvpirveli.ge- ს უთხრეს, რომ გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ "ნებისმიერ ფასად ომის აცილება ჩვენი მთავრობის ფილოსოფიაა", თუმცა როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, მთავრობის სინქრონულ თარგმანში ხარვეზი იყო და პრემიერმინისტრს თავის გამოსვლაში "ნებისმიერ ფასად" არ უხსენებია.

მსგავსი სიახლეები