საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა - პრემიერი
ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ე.წ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა.
ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა"- გნაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.