"აბსურდის თეატრში შეყოლა ივანიშვილის რეჟიმთან" - ბოკერია პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწუნებს
სალომე ზურაბიშვილის ბოლო გადაწყვეტილება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ შეწყვეტის თაობაზე, პოლიტიკური დისკუსიის საგანი ხდება.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ფარცხალაძისთვის იმუნიტეტი ვერ გახდებოდა და მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება.
ბოკერია პირდაპირ აცხადებს, რომ პრეზიდენტი აბსურდის თეატრში შეჰყვა ივანიშვილის რეჟიმს, თან კანონის დარღვევით, რაც მისი თქმით, მავნებლობაა.
სრული აბსურდი და სიცრუეა, რომ თითქოს მოქალაქეობის ჩამორთმევით რაიმე სახით ეზღუდება საქართველოს ფარცხალაძის დევნა ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობდა ან დანაშაულს ჩადიოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. საიდან მოიტანეს ეს აბსურდი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის სისულელე და თუ რამე ქვენა ინტრიგის გეგმა არსებობს, რაც მე არ მესმის... ზოგადად აბსურდის თეატრში შეყოლა ივანიშვილის რეჟიმთან, თან კანონის დარღვევით, მავნებლობაა". - განაცხადა ბოკერიამ.
პრეზიდენტი ფიქრობს რომ თუ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი პროკურორი დასასჯელია, მან პასუხი საქართველოს მოქალაქის სტატუსით უნდა აგოს, ამიტომაც ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა.