პოლიტიკოსები იზოლატორებში, თავდამსხმელები თავისუფლებაზე - ეძგვერაძის ცემაში მხილებული არც ერთი პირი დაკავებული არ არის

23.09.23 11:03
პოლიტიკოსები იზოლატორებში, თავდამსხმელები თავისუფლებაზე - ეძგვერაძის ცემაში მხილებული არც ერთი პირი დაკავებული არ არის

პოლიტიკოსები იზოლატორებში, თავდამსხმელები თავისუფლებაზე - გლდანში მომხდარი ძალადობის ღამიდან ამ მომენტამდე ოპოზიციონერი დეპუტატის ცემაში მხილებული არც ერთი პირი დაკავებული არ არის.  პოლიციამ გამოძიება  დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით მოძალადეები არავის გამოუკითხავს. 

იზოლატორში რჩებიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა - სამივე მათგანი ნაცემია. კიდევ უფრო დამძიმდა ირაკლი ეძგვერაძის მდგომარეობა, რომელიც გუშინ გლდანში სასტიკად სცემეს. 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

დაზარალებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. 

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ. 

ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ, გლდანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ხმაურისა და პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ, შსს-მ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები