დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან

23.09.23 11:33
დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან

ოპოზიციონერი ლიდერი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის მიმართულებით აღიძრას საქმე.

დეკანოიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ მმართველი გუნდი საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსს.

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ორაზროვანი განცხადება შსს-სი, რომ თითქოს ნიკა მელია და კიდევ ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით, მაგრამ ამავე განცხადებას მოჰყვა მეორე განცხადება, რომელიც გულისხმობდა ორგანიზებული ძალადობის მუხლით გამოძიების დაწყებას, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის მიმართულებით ორმაგი სტანდარტის გამოყენებას. საქმე გვაქვს რასთან, თუ ხელისუფლებას დასჭირდა და როგორც ჩანს იგი აპირებს რომელიმე მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ნიკა მელია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსს". - განაცხადა დეკანოძემ. 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

დაზარალებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. 

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ. 

ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ, გლდანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ხმაურისა და პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ, შსს-მ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები