"დაისაჯონ შემსრულებლები, დამკვეთები და ორგანიზატორები" - საკრებულოს ოპოზიცია დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

23.09.23 12:31
"დაისაჯონ შემსრულებლები, დამკვეთები და ორგანიზატორები" - საკრებულოს ოპოზიცია დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

გლდანში მომხდარი თავდასხმა - საკრებულოს ოპოზიცია შემსრულებლების, დამკვეთების და ორგანიზატორების დასჯას და დაკავებული ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვს

ერთობლივ ბრიფინგზე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ ეძგვერაძე მხოლოდ იმიტომ გახდა თავდასხმის ობიექტი 40-მდე ადამიანის მიერ, რომ საკრებულოზე ფარცხალაძის დასჯა მოითხოვა.

გუშინ, "ოცნების" ტიტუშკების, სუს-ის ნასეტკების მონაწილეობით ჩვენ ვნახეთ დანაშაულებრივი ჯგუფური თავდასხმა, რომლებმაც უმოწყალოდ ცემეს ჩვენი კოლეგა ირაკლი ეძგვერაძე. გუშინ კიდევ ერთხელ დაინახა საზოგადოებამ, რომ ივანიშვილმა შექმნა ისეთი ავტოკრატიული ოლიგარქიული რეჟიმი, სადაც მზად არიან იმის გამო, რომ ადამიანი გამოდის საკრებულოში და ითხოვს , რომ დაისაჯოს ეფესბეშნიკი ფარცხალაძე და ითხოვს, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს რუსული მმართველობა, ამის გამო მზად არიან, სახლთან დახვდეს 40 -მდე სუს-ის აგენტი და ნასეტკა და ფიზიკურად გაუსწორდნენ ბავშვების, ქალების თვალწინ. რომ არა კახა კალაძე, რომ არა სუს-ი, რომ არა პოლიცია, ეს მხდალი ლაჩრები და არაკაცები ვერ გაბედავდნენ ამას. არაერთი პრენცენდენტია, რომ ხდება ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა. გვაქვს კითხვები კალაძესთან, სუს-თან, პოლიციასთან. ამიტომ მოვითხოვთ, დაისაჯონ არა მხოლოდ შემსრულებლები- სუს-ის ნასეტკები და ტიტუშკები, არამედ ყველა დამკვეთი და ორგანიზატორი. დამკვეთები და ორგანიზატორები, უნდა ვეძებოთ "ოცნებაში", სუს-სა და პოლიციაში. გარდა ამისა, ვითხოვთ, ჩვენი კოლეგების ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძის გათავისუფლებას, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულები". - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ ერთობლივ ბრიფინგზე.

 

მსგავსი სიახლეები