პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით კითხვებს აჩენს - გეგელია
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ შეწყვეტის თაობაზე სამართლებრივი თვალსაზრისით კითხვებს აჩენს, თუმცა გეგელიასთვის აღქმადია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ ფარცხალაძემ, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ქვეყანაშივე უნდა აგოს პასუხი.
პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით კითხვებს შეიცავს და აჩენს, მეორე, პოლიტიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, საკმაოდ აღქმადი არის პრეზიდენტის ლოგიკა. ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დააშავა, ამიტომ არსებობს გარკვეული ლოგიკა იმის მიღმა, რომ მას მოეთხოვოს ამ ქვეყანაში ყოფნა და ამ ქვეყნის წინაშე პასუხისგება". - აცხადებს გეგელია.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი პროკურორი დასასჯელია, მან პასუხი საქართველოს მოქალაქის სტატუსით უნდა აგოს, ამიტომაც ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა.